პაპუაშვილი: უკრაინა, საერთოდ, სერიოზულად უყურებს თავის მომავალს?

თავისი ქვეყანა ხომ დაამშვენეს და ახლა სხვაგანაც ჩავიდნენ. როგორ წარმოგიდგენიათ, აქედან ჩასულ ჩვენს დელეგაციას ვინ უნდა დახვდეს უკრაინის მხრიდან? ან ისინი რომ ჩამოვლენ აქ. შთაბეჭდილება მაქვს, რომ ეს ვიღაცისგან მართული დაგეშილი ზონდერჯგუფია, რომელთაც სხვადასხვა ქვეყნებში წარგზავნიან და გარკვეულ ექსპერიმენტებს ატარებენ. ესენი უნდა ჩამოვიდნენ და საქართველოს ხელისუფლებას ელაპარაკონ უკრაინელი ხალხის სახელით ყირიმის დაბრუნებაზე და ქვეყნის ეკონომიკაზე? ეს რა აბდაუბდა და ლენჩური სისულელეებია. უკრაინა, საერთოდ, სერიოზულად უყურებს თავის მომავალს? მგონი, მე უფრო ვდარდობ უკრაინაზე, ვიდრე ზოგიერთი უკრაინელი თავის ქვეყანაზე. თუკი შენ არ დარდობ შენს ქვეყანაზე, არც მე ვიდარდებ. ჩემი ქვეყანა მაქვს სადარდებელი. ვის სჭირდება ესენი. ამ ხალხს საკუთარ ქვეყანაში კითხვებზე აქვთ პასუხები გასაცემი, ესენი დამნაშავეები არიან. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში მთავარი იყო, ყოფილიყო სიმშვიდე, რომ არ მომხდარიყო ქუჩაში სისხლისღვრა და ანგარიშსწორება. ამის გამო უამრავ კომპრომისზე წავედით

ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი "კვირის" პრესკლუბში გამოეხმაურა.
მოკლე ბმული: