საყდრისი-ყაჩაღიანი

კუბლაშვილი - საყდრისზე: კითხვები ბევრია, მინისტრი ჯერ-ჯერობით იმალება

კულტურის სამინისტროს ფუნქცია არ არის ჯაზ-ფესტივალის ხელშეწყობა. ეგ კომერციული პროექტია და მინისტრობის გარეშეც ახორციელებდა ბატონი გიორგაძე. კულტურის სამინისტროს მთავარი ფუნქცია ძეგლთა დაცვაა და კონტროლი იმაზე, რომ ეკონომიკური ინტერესების გამო საფრთხე არ შეექმნას კულტურის ძეგლებს. ამიტომ დღეს სწორედ კულტურის მინისტრი უნდა ესაუბრებოდეს საზოგადოებას იმაზე, თუ რატომ მოუხსნა უძველეს ოქროს საბადოს კულტურის ძეგლის სტატუსი, უკავშირდებოდა თუ არა ამ ძეგლზე განხორციელებული აფეთქებები უჩა მამაცაშვილს და დგას თუ არა მის უკან ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ინტერესები. კითხვები ბევრია. მინისტრი ჯერ-ჯერობით იმალება

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა facebook-ის პირად გვერდზე

კომენტარები