ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: ფეხბურთს დავეხმარებოდი, ოღონდ ვიცეპრეზიდენტი უნდა დამენიშნა

ქართული ფეხბურთის მესვეურებმაც ვიღაცები გამოგზავნეს ჩემთან, ჩემი დისშვილი, რომელსაც ძალიან უყვარს ფეხბურთი და იცნობდნენ, ეს იყო რამდენიმე წლის წინათ, 10 წლის წინათ შეიძლება. დახმარება ქართულ ფეხბურთს. იმათაც გავუგზავნე ასეთივე შეთავაზება, აი პირველ 3 წელიწადში 100 მილიონს მოგცემთ და შემდგომ ვნახოთ როგორ გაგრძელდება, ოღონდაც ერთ კაცს ჩავსვამ მე, რომ ყველა ფინანსები უნდა გაკონტროლდეს. ვეღარ გავიკარე ახლოს იმის შემდგომ. იარეს ამ პროექტით, იარეს და საბოლოო ჯამში დავანებე თავი და რეგბის დავუწყე მერე დახმარება. ვიცეპრეზიდენტი ერთ-ერთი უნდა დავნიშნო, რომელიც გააკონტროლებს ყველა ფინანსს, ყველა შემოსავალი და ყველა გასავალი რომ მიზნობრივია, ამას უნდა შევხედო და არ მოისურვეს

განაცხადა ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "მშვიდობით იარაღო"-ში სტუმრობისას

კომენტარები