მაუწყებლობის შესახებ კანონი

ნადირაშვილი: ივანიშვილს რუსთავი 2 ზვიგენის ხრტილივით აქვს ყელში გაჩხერილი

ბიძინა ივანიშვილს რუსთავი 2 ზვიგენის ხრტილივით აქვს ყელში გაჩხერილი და თვლის, რომ ქვეყანაში ყველაფერი ცუდად იმიტომ არის, რომ რუსთავი 2 გაჭირვებას აჩვენებს. რუსთავი 2 აჩვენებს იმას, რაც არის და ამას კი არ უნდა ებრძოლო, არამედ რამენაირად უნდა ებრძოლო ამ გაჭირვების მიზეზებსა და საფუძველს. ებრძოლო იმას, რომ არაფორმალურად მართავ ქვეყანას და უუნარო მთავრობა გყავს. სანამ ეს პრობლემები არ მოგვარდება, რუსთავი 2-ის, ვთქვათ, ან გაჩერებით ან პრობლემების შექმნით ქვეყანაში სიტუაცია არ გამოსწორდება.

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა მაუწყებლობის კანონში შესატან ცვლილებებზე.

კომენტარები