ზურაბ ჟვანიას საქმე

ჟვანია: მკვლელობის ადგილზე არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის სცენა დადგეს

მე ეს ვიცოდი 2004 წლიდან, მთელმა ოჯახმა ეს დელიკატური მომენტები ვიცით. დადგმული იყო სცენა, რომ ამ ორ ადამიანს [ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვს] არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ურთიერთობა ჰქონდა. ეს არ არის ახალი არავისთვის. ეს არ არის ახალი ჩვენი ოჯახისთვის. ეს არის რასაც მაშინდელი ხელისუფლება დგამდა, თითხნიდა და ახლა ცდილობს ამით გადაფაროს გამოძიების პროცესი, რომელიც მიმდინარეობს პროკურატურაში. იმიტომ ჩავარდა ნაციონალური მოძრაობა და მისი დამქაშები ამ ისტერიკაში, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით მიდის... წინა ხელისუფლება არასდროს არ დუმდა ამ საკითხზე. მაქსიმალურად ცდილობდნენ საზოგადოებაში გაევრცელებინათ ეს აზრი და ეს მუსირებდა საზოგადოებაში. ამერიკული FBI-ის მიერ ჩატარებულ ყველა დასკვნას ვიცნობ. ხელისუფლებას დასკვნების გაყალბების სერიოზული მცდელობები ჰქონდა. მაგალითად, სცადეს თარგმანის გაყალბება. ხდებოდა ნივთმტკიცებების გაყალბებაც.

აღნიშნა ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ, გადაცემა არჩევანში სატელეფონო ჩართვისას, ჟვანიას და უსუპოვის საქმეზე FBI-ის მიერ მომზადებულ დასკვნასთან დაკავშირებით. დასკვნის დღემდე უცნობ ნაწილში, რომელიც ტელეკომპანია რუსთავი 2-ს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, მითითიებულია, რომ ჟვანიასა და უსუპოვის დნმ-ის კვალი რამდენიმე განსხვავებული ტიპის ნივთზე აღმოჩნდა, მათ შორის, ხალათებსა და ზეწარზეც.

კომენტარები