ალასანია ივანიშვილზე

ალასანია: ივანიშვილი და სააკაშვილი წარსულის ადამიანები არიან

ბიძინა ივანიშვილი უკვე პრობლემაა ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ის საქართველოს ქაჩავს წარსულში. თუკი მიხეილ სააკაშვილს ვინმე ასულდგმულებს, ხდის რელევანტურს და აქტუალურს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. სააკაშვილი არის წარსული. თუ რამე კრიმინალური დანაშაული აქვს, კეთილი ინებოს პროკურატურამ და დაუდასტუროს. თუ არ აქვს, საერთოდ დავივიწყოთ. ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ... ის ასულდგმულებს სააკაშვილს პოლიტიკურად. იმიტომ, რომ მას ეს აწყობს. მას უნდა, რომ ჰქონდეს მტრის ხატი. როგორც სააკაშვილს ჰქონდა რუსეთი მტრის ხატად. ანუ საზოგადოებას დაუხატოს, რომ აი მე კი არ ვარ მთლად კარგი, მაგრამ ცუდი შეიძლება მობრუნდეს. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, ჩვენ თავი დაგვანებოს, ერთიც და მეორეც არიან წარსულის ადამიანები.

თავისუფალ დემოკრატთა ლიდერი ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შესახებ, ტელეიმედის გადაცემა რეაქციაში.

კომენტარები