ქართული ოცნება

კალაძე: გუნდში განსხვავებული აზრის მქონე პარტიები გვყავს - ეს ჩვენი სიძლიერეა

ჩვენი გუნდის სიძლიერეა ზუსტად ის, რომ კოალიციაში ძალიან ბევრი განსხვავებული შეხედულებების მქონე პარტიები ვართ გაერთიანებული. ეს არის ზუსტად ის ერთ-ერთი წარმატება, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მოვიპოვეთ. ჩვენ კარგად გვახსოვს, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს როგორ ეპყრობოდნენ.

ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დეპუტატ თამარ კორძაიას ფრაქცია ქართული ოცნებიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

კომენტარები