საქართველოს პატრიოტთა ალიანსი

ინაშვილი: მაქვს ინფორმაცია, რომ გეგმავენ თავდასხმას გიორგი კანდელაკზე

ჩემმა წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ იგეგმება თავდასხმა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ მეორეხარისხოვან სახეზე, ეს არის გიორგი კანდელაკი, რომელიც მათ დაასახელეს. რომელიც ცნობილია იმით, რომ ხშირად გამოდის ევროსაბჭოში, ევროსტრუქტურებში და სხვადასხვა მოხსენებებს აკეთებს და სახე არის ევროპისთვის. და ესეც იყოს დაკავშირებული იმასთან, აი რა გააკეთა ხელისუფლებამ, რომ ეს არის პოლიტიკური რეპრესიები და ა.შ. ფიზიკური თავდასხმა შეიძლება იყოს ცემა, სადარბაზოსთან დახვედრა და ა.შ. ჩემმა წყარომ დაასახელა კანდელაკი და თქვა რომ ეს იქნება გამიზნული დასავლეთისკენ, რომ აი რა პოლიტიკურ რეპრესიებს აქვს საქართველოში ადგილი

კომენტარები