ენერგეტიკა

ვახტანგ ლეჟავა: ენერგეტიკის დარგში კრიზისია

ახლა ვართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც, დედაქალაქში ეს არ იგრძნობა, მაგრამ რეგიონების ე.წ. მარაოსებრი გამორთვები ხდება, დავუბრუნდით იმ დროს, როდესაც საჭირო გახდა რეგიონების ამორთვა, რომ ენერგობალანსი შენარჩუნდეს. პრობლემა არა მხოლოდ გაზის, ელექტოენერგიის ტარიფშიცაა, იმიტომ, რომ  ელექტროენერგიის ნაწილი შემოდის იმპორტით და მისი ფასი დაფიქსირებულია დოლარში. ლარის დევალვაცია ენერგოკომპანიებს ელექტრომომარაგების ნაწილში აყენებს ასეთ მძიმე ვითარებაში. ამჟამად  ამ სფეროში არის შექმნილი კრიზისი... ამას ხელი შეუწყო იმ უპასუხისმგებლო და პოპულისტურმა პოლიტიკამ, რომელიც ტარდებოდა ქართული ოცნების მთავრობის მიერ, მათ შორის ტარიფების იმ ნაწილის შემცირებამ, რომელიც იყო ე. წ. ბუფერი, რაც საშუალებას იძლეოდა სავალუტო კურსის მერყეობის ან სხვა შემთხვევაში კომპანიებს ჰქონოდათ რაღაც ლუფტი. ეს ლუფტი კომპანიებს აღარ აქვთ, ისინი მიბჯენილი იყვნენ ზღვარზე და გამოდის, რომ კომპანიები დიდწილად იმუშავებენ წაგებაზე. აქედან გამომდინარე საჭიროება დგება ამ ტარიფების აწევის, რისი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ვაჟკაცობა ქართული ოცნების მთავრობას,  როგორც ჩანს, არ აქვს... 

ეკონომისტი ვახტანგ ლეჟავა ხელსუფლების გადაწყვეტილებაზე გაზის ტარიფების სუბსიდირების შესახებ, ტელეკომპანია ტაბულას გადაცემა თეორემაში.

კომენტარები