NATO-საქართველო

თოფაძე: ჩვენი წინაპრები რუსებს ეფერებოდნენ და ამიტომ გადავრჩით

როგორ გგონიათ, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში NATO უფრო დაგვეხმარება თუ რუსეთი? ჩვენი წინაპრები რუსებს კი არ ეომებოდნენ, ეფერებოდნენ და ამიტომ გადავრჩით. 

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ VERSIA.GE-ს კითხვაზე, "მორალურად რამდენად გამართლებულია, ოკუპანტი ქვეყნის კავშირში შეხვიდე და მწვანილზე ევაჭრო?". გამოცემასთან ინტერვიუში თოფაძემ თქვა, რომ "თუ იქ უფრო კარგი პირობები იქნება, თუ მძლავრი ქვეყანა ვიქნებით და საკუთარ ინტერესებს დავიცავთ, შეიძლება, ევრაზიულ კავშირში სჯობდეს შესვლა".

კომენტარები