არასამთავრობოები

თოფაძე: NGO-ებს, ვინც ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან, პასუხი უნდა მოეთხოვოთ

სხვათა შორის, ძალიან ბევრმა ქვეყანამ შეზღუდა ეს არასამთავრობოები, დაუბლოკეს ის საბანკო ანგარიშები, რომლებიდანაც უცხოეთიდან მოდის თანხები. ჩვენც ალბათ, ასე უნდა მოვიქცეთ... მაშინ, როდესაც ძირს უთხრი შენ სახელმწიფოს, შენ სამშობლოს, იმიტომ რომ შენ ღებულობ გრანტებს უცხოეთიდან, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა მოეთხოვოთ მათ. უნდა აიკრძალოს ეს, ასე გადააბრუნეს ძალიან ბევრი ქვეყანა ამერიკელებმა. ასე მოხდა ის ტრაგედიები, რაც მოხდა არაბეთის ქვეყნებში, ერაყში, ივგოსლავიაში, ლიბიაში, ეგვიპტეში, სადაც აქამდე ვერ დაწყნარდა სიტუაცია, ახლა სირიაშიც იგივე ხდება. კარგით რა, გეყოთ, თანაც დემოკრატიის დანგრევის მოტივით ანგრევენ ამ ქვეყანას. 

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ 5 მარტს, საერთო გაზეთთან ინტერვიუში.

კომენტარები