არასამთავრობოები

უსუფაშვილი თოფაძეზე: არასამთავრობოებისგან გამიჯვნა ცხოვრებისგან გამიჯვნაა

Jamestown.org

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არასამთავრობოების შესახებ დეპუტატ გოგი თოფაძის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან გამიჯვნა ცხოვრებისგან გამიჯვნას ნიშნავს.

"არასამთავრობო ორგანიზაციებისგან გამიჯნულ ადამიანებს მერე ვეღარ ვპოულობ ხოლმე. იმიტომ, რომ ეს ნიშნავს ცხოვრებისგან გამიჯვნას, ეს ნიშნავს საზოგადოებისგან გამიჯვნას და არ მგონია, ვინმე ამას აპირებდეს", - თქვა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, გოგი თოფაძემ საერთო გაზეთთან ინტერვიუში თქვა, რომ "ძალიან ბევრმა ქვეყანამ შეზღუდა ეს არასამთავრობოები, დაუბლოკეს ის საბანკო ანგარიშები, რომლებიდანაც უცხოეთიდან მოდის თანხები. ჩვენც ალბათ, ასე უნდა მოვიქცეთ... მაშინ, როდესაც ძირს უთხრი შენ სახელმწიფოს, შენ სამშობლოს, იმიტომ რომ შენ ღებულობ გრანტებს უცხოეთიდან, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა მოეთხოვოთ მათ".

კომენტარები