პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

პრეზიდენტი: ადამიანზე ორიენტირებული საბიუჯეტო პოლიტიკა უნდა შევინარჩუნოთ

ადამიანზე ორიენტირებული საბიუჯეტო პოლიტიკა ჩვენი მიღწევაა და ის უეჭველად უნდა შევინარჩუნოთ. მინდა, ამ თვალსაზრისით აღვნიშნო ის უმნიშვნელოვანესი და წარმატებული პროექტები, რომლებიც ჯანმრთელობის დაცვის სფეროში განხორციელდა. კერძოდ: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, C ჰეპატიტის ელიმინაცია, სასწრაფო დახმარების რეფორმა, მაღალმთიანი რეგიონების კლინიკების გამოსყიდვა და დიპლომის შემდგომი განათლების დაფინანსება, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში რეცეპტებთან მიმართებით განხორციელებული ცვლილებები, სოფლის ამბულატორიების მშენებლობა და აღჭურვა. ამავდროულად, აუცილებელია აღინიშნოს მთავრობის მიერ დაწყებული მცირე და საშუალო ბიზნესის წამახალისებელი პროგრამებიც: შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, სასოფლო სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, პროექტი - მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში და განსაკუთრებით, აწარმოე საქართველოში -  პროექტი, რომელიც შემდგომშიც უნდა გაგრძელდეს და გაღრმავდეს. 

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

კომენტარები