გიგა ბოკერია

ბოკერია: საზოგადოებას არ აქვს სხვა გზა, გარდა იმისა, რომ ეს მთავრობა წავიდეს

ივანიშვილის მთავრობას დაახლოებული პირების გარდა, საქართველოში პრაქტიკულად ოჯახი არ არსებობს, ვისი ცხოვრებაც არ გაუარესდა ბოლო სამი წლის და განსაკუთრებით, ბოლო თვეების განმავლობაში. ყველა ამ ამ ადამიანის მიმართ, დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ივანიშვილის მარიონეტების პასუხი, რაღაც ციფრების რახა-რუხი და უტიფრად მტკიცება იმისა, რომ ყველაფერი არის კარგად და მიდის სწორი გზით. ანუ ეს ხალხი არც გეგმის შემუშავებას აპირებს, არც იმაზე მუშაობას, როგორ გამოასწორონ ეს უმძიმესი ვითარება, რომელიც თვითონ შექმნეს, არაფრის შეცვლას არ აპირებენ. ამიტომ, როცა ისინი არ აპირებენ არაფრის შეცვლას, სხვა გზა ჩვენ, საზოგადოებას, გარდა იმისა, რომ ეს მთავრობა წავიდეს, არ გაგვაჩნია. სწორედ ამიტომ, ეს მთავრობა უნდა წავიდეს, გადადგეს კონსტიტუციური გზით.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ პრემიერის დღევანდელი მოხსენება შეაფასა. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ წლის პირველ კვარტალში გადაჭარბდა ბიუჯეტის შემოსულობები, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები, საგადასახადო შემოსავლები.

კომენტარები