კობახიძე: პატიმრებს C ჰეპატიტს და ტუბერკულოზს მართებდნენ

ციხეში უკიდურესად მძიმე ვითარება იყო. ჰუმანიტარული კრიზისი იყო, პირდაპირ გეტყვით. ფაქტობრივად ყოველი პატიმარი იყო წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და ალბათ, არ იყო პატიმარი, ვისაც ეს ერთხელ მაინც არ შეხებია, თუნდაც კარანტინის სახით. პატიმრების სიცოცხლე იყო რისკის ქვეშ. 300 000 ადამიანი გვყავდა რეალურად გასამართლებული, ეს საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან დიდი მაჩვენებელია, ამიტომ სწორედ იმ ჰუმანიტარული კრიზისიდან გამოსასვლელად, ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, პატიმრების სიცოცხლის, რომლებსაც აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, აავადებდნენ, C ჰეპატიტს და ტუბერკულოზს მართებდნენ და მერე აღარ მკურნალობდნენ... ეს იყო ფაქტი, ამას რაღაცით უნდა შველებოდა. 

განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ გადაცემა არჩევანში საყოველთაო ამნისტიაზე საუბრისას.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები