ინფრასტრუქტურის მინისტრი

ფოფხაძე: ჯავახიშვილის მხრიდან მინისტრის კრიტიკას კრიტიკასაც ვერ დავარქმევ

ახალი მინისტრის კანდიდატურა ჩემთვის ძალიან მისაღებია, ბატონი ნოდარი მიმაჩნია, რომ ძალიან კვალიფიციური და კარგი კადრია. კრიტიკასაც მე არ დავარქმევდი მისი მხრიდან მინისტრის კრიტიკას, უბრალოდ გაკეთებული საქმე ხანდახან საჭიროა, რომ კრიტიკულად შეფასდეს. მე თუ რაღაც განსხვავებულ აზრს ვიტყვი კომიტეტში რაღაცასთან დაკავშირებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ქალბატონ ეკა ბესელიას ვაკრიტიკებ. მე მგონია, რომ ჩვენ არ უნდა ვერიდებოდეთ განსხვავებული აზრის დაფიქსირებას.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა არჩევანში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრზე, ნოდარ ჯავახიშვილზე საუბრისას.

კომენტარები