26 მაისი

ყიფიანი: 26 მაისს აღლუმი არ უნდა იყოს. ამ ეტაპზე აღლუმი არ არის საჭირო

26 მაისს სხვადასხვა ფედერაციების მხრიდან, რამდენიმე ადგილას წარმოდგენილი იქნება სპორტული სანახაობა. 26 მაისი იქნება ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღე ჩვენი მოსახლეობისთვის. აღლუმი, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე აღლუმი არ არის საჭირო.

განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გასამართ ღონისძიებებზე. მთავრობის გადაწყვეტილებით, 26 მაისს სამხედრო აღლუმი არც წელს ჩატარდება.

კომენტარები