სამთავრობო ცვლილებები

დანელია: ძალიან მნიშვნელოვანია, ნდობის გამოცხადების პროცესი დასრულდეს სწრაფად

ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი დასრულდეს ძალიან სწრაფად. იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიმდინარე პროცედურებია სამინისტროებში, ძალიან ბევრი დაგეგმილი შეხვედრები, ვიზიტები და ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება. ამიტომ, არ უნდა შეფერხდეს არც ერთი მიმართულებით და რაც სწრაფად მოხდება ეს პროცედურა, მით უკეთესი ყველასთვის. კონსულტაციები, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს. ბუნებრივია, მე ჯერ ვერ გეტყვით კონკრეტულად, იმიტომ, რომ თავად პრემიერი გააკეთებს ამის შესახებ განცხადებას. 

 

განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ოთარ დანელიამ მთავრობისთვის ნდობის ხელახალ გამოცხადებაზე.

კომენტარები