ლარის გაუფასურება

კვირიკაშვილი: არ გვაქვს საფუძველი ველოდოთ, რომ ლარი სერიოზულად გაუფასურდება

არის მოგეხსენებათ პატარა ცვლილებები, მაგრამ ყველა ფუნდამენტური საფუძველი არსებობს იმისთვის, ვიფიქროთ, რომ ყველა ლოგიკით ეროვნული ვალუტის გამყარება უნდა დაიწყოს. ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული დღეს და ყველა საფუძველი არსებობს იმისთვის, ვივარაუდოთ, რომ სერიოზულ ცვლილებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს, პირიქით, ზაფხულის პერიოდში აუცილებლად მოხდება სავალუტო რესურსის მეტი შემოდინება. არანაირი საფუძველი იმისი, რომ ველოდოთ, რომ სერიოზული გაუფასურება უნდა იყოს, არ არსებობს.

განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, დღეს ლარი დოლართან მიმართებით სამი თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებით, ექვსი თეთრით გაუფასურდა.

კომენტარები