საპარლამენტო უმრავლესობა

კანდელაკი: უმრავლესობაში არიან დეპუტატები, რომლებიც საღად აფასებენ სიტუაციას

პარლამენტში ნამდვილად არიან დეპუტატები, რომლებიც მეტნაკლებად საღად აფასებენ სიტუაციას და ხედავენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყანა მიჰყავს რბილად რომ ვთქვათ, არასწორი მიმართულებით. ხედავენ, რომ ერთის მხრივ, ბიძინა ივანიშვილი ყოველდღე იწვევს ჩვენი ქვეყნის დასუსტებას, სახელმწიფოებრივი იმუნიტეტის შესუსტებას და იმასაც ხედავენ, რომ ეს კრიზისის არაღიარება საკუთრივ არის სიმპტომი და უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი არია არაადეკვატური და არაადეკვატურად რეაგირებს სიტუაციაზე.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი საპარლამენტო უმრავლესობის შესახებ, ტელეკომპანია ტაბულას გადაცემა თეორემაში.

კომენტარები