26 მაისი

ბაქრაძე: ვალდებული ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ საქართველო იყოს თავისუფალი

თავისუფლების მოპოვებას დასჭირდა ჩვენი წინაპართა არაერთი თაობის შრომა და ბრძოლა, და ჩვენ დღეს ვალდებული ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ საქართველო იყოს თავისუფალი, რომ საქართველო იყოს წარმატებული და ევროპული სახელმწიფო, რომ ამ ქვეყანაში თითოეული ოჯახი ცხოვრობდეს კეთილდღეობასა და სიმშვიდეში, და აღარასოდეს, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ჩვენს სუვერენიტეტს არ დაემუქროს საფრთხე.

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ რუსთაველის გამზირზე, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს.

კომენტარები