ენმ-დან წასვლა

ჯაფარიძე: უმრავლეს შემთხვევაში ენმ-ში ვახერხებდი ჩემი პოზიციის გატანას

ზოგადად, მინდა, გითხრათ, რომ იდეოლოგიური ხასიათის წყალგამყოფები ჩემსა და ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს შორის ნამდვილად არ ყოფილა. ცხადია, იყო საკითხებზე ხშირი დისკუსია და ეს შიდადემოკრატიული პროცესია. მინდა, ვთქვა, რომ, როდესაც ასეთი საკითხები წყდებოდა, პრაქტიკულად, საკითხების უმრავლეს შემთხვევაში მე ვახერხებდი თანაგუნდელების ნაწილთან ერთად, ჩემი აზრით, სწორი პოზიციის გატანას და მგონია, რომ ნაციონალური მოძრაობა ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში პოზიციონირებდა ძალიან ბევრ საკითხთან მიმართებით სწორად - იქნებოდა ეს ეკონომიკური თუ სხვა ტიპის საკითხები.

ამბობს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ჯაფარიძე. მან პარტია 25 მაისს დატოვა.

კომენტარები