ე.წ. კაბელების საქმე

კობახიძე: არანაირი შეთანხმება ივანიშვილსა და სასამართლოს შორის არ არის

არანაირი შეთანხმება ბიძინა ივანიშვილსა და სასამართლო ხელისუფლებას შორის არ არის, არ მომხდარა და არც მოხდება. დღეს სასამართლო ყველაზე მეტად დამოუკიდებელი და თავისუფალია, ვიდრე წინა წლებში იყო. ჩვენი მიზანია, რომ კიდევ უფრო მეტად თავისუფალი და დამოუკიდებელი იყოს. დამოუკიდებელი იყოს თითოეული მოსამართლე სასამართლოს თავმჯდომარეებისგან, კოლეგების თავმჯდომარეებისგან, როგორც იყო ეს პრაქტიკაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ამ რეფორმას მივიყვანთ ბოლომდე.

განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ ირაკლი ალასანიას ბრალდებაზე, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბიძინა ივანიშვილი მოსამართლეებს გაურიგდა,

კომენტარები