შავერდაშვილი: რომის პაპი და რუსეთი ბარიკადების ერთ მხარეს არიან

რომის პაპის და პუტინის შეხვედრა, ჩემი მოკლე ჭკუით, ძალიან საინტერესო თემა უნდა იყოს განსჯისთვის, მათ შორის ჩვენთვის... ვინმე წერს ან ლაპარაკობს ამაზე და მე ვერ გადავაწყდი? სულ მცირე, სრულიად სხვა ტიპის ალიანსი ჩანს, ალიანსი დასავლური პოლიტიკური პლატფორმის წინააღმდეგ. რომი და რუსეთი კი ბარიკადების ერთ მხარეს არიან... რა მოყვება მეორე შეხვედრას... ასევე, ჩემთვის ცალსახად ჩანს, რომ ვატიკანი აღიარებს და პატივს სცემს "რუსეთის გავლენის სფეროებს"... და არა მარტო პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ახლო აღმოსავლეთშიც...

წერს ჟურნალისტი შორენა შავერდაშვილი Facebook-ზე რომის პაპის და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ.

კომენტარები