სტიქია თბილისში

ღარიბაშვილი: უნდა დაისვას კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი

...პარალელურ რეჟიმში დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ დავადგინოთ გამომწვევი მიზეზები, თუ რატომ მოხდა ასეთი სტიქია... დღეს ბევრს საუბრობენ, არ მინდა გავიმეორო სპეციალისტების აზრი თუნდაც იმ ახალი გზის თაობაზე. საუბრობენ იმის თაობაზე, რომ იქ გვირაბები იყო არასწორად გაკეთებული. მე არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში, მე არ მსურს დამატებითი სპეკულაციები შევიტანო. თუმცა, რა თქმა უნდა, კომპეტენტური ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ამ საკითხს და დადებს საბოლოო დასკვნას. ეს იქნება გასაჯაროებული და მიმაჩნია, რომ უდნა დაისვას პასუხიმგებლობის საკითხი იმ ადამიანების, ვინც წლების განმავლობაში ყურადღება არ მიაქცია, თუ ეს რა თქმა უნდა გამოიკვეთა, ამ მდგომარეობას. რასაც მოსახლეობისგან ვისმენ, ისაა, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოები წლების განმავლობაში არ ტარდებოდა, მდინარის კალაპოტი არ იყო მოვლილ მდგომაროებაში, თუმცა ამ თემაზე ჩემი მხრიდან საუბარი არ იქნებოდა მართებული, სანამ სრულ დასკვნა არ იქნება წარმოდგენილი...

საქართველოს პრემიერმინისტრი სტიქიის მოვლენების მიზეზების შესწავლის შესახებ, ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები