საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობა

ღარიბაშვილი: ნაციონალების მსგავსი პროვოკატორები აზერბაიჯანელებსაც ჰყავთ

ასეთი პროვოკაციები სპორტსმენებს ახასიათებთ. პროვოკაციული ჯგუფები ყველა ქვეყანაში მოქმედებენ. ეს დაფიქსირდა მაშინ, როდესაც შეგზავნილი პროვოკაციული ჯგუფები მოქმედებდნენ ჩვენი, საქართველოს სახელითაც. ახლა იგივე განმეორდა აზერბაიჯანის სახელით. ეს არის ჩვეულებრივი. ჩემი აზრით, ეს პროვოკაციაა და ასეთი პროვოკაციები, რა თქმა უნდა, არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებზე. როგორც ჩვენს ქვეყანას ჰყავს ნაცების [ნაციონალური მოძრაობის] მსგავსი პროვოკატორები და ავანტიურისტები, ისე მათაც ჰყავთ. ყველა ქვეყანაში არიან ასეთი ადამიანები და ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება მას.

 

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში, გაბალა-დინამო თბილისის მატჩისას მომხდარ ინციდენტზე.

კომენტარები