საოკუპაციო ხაზი

თალაკვაძე: არ გვაქვს საშუალება ბანერების გადმოწევას ძალით დავუპირისპირდეთ

ამ კონფლიქტის მთელი პრობლემა სწორედ ის არის, რომ საქართველოს არ აქვს საშუალება მყისიერად მოაგვაროს ეს პრობლემა, დაუპირისპირდეს ბანერების გადმოწევას ძალით და აღკვეთოს ძალით ეს ხელყოფა ჩვენი სუვერენიტეტის. მეორეს მხრივ, მთავრობა აკეთებს და ახლაც გააკეთა ყველაფერი, რაც მის ხელთ არის და გამოიყენა ის ინსტრუმენტები, რასაც მხარს უჭერს საერთაშიროსი თანამეგობროპბა. ეს ინსტრუმენტები არის პირველ რიგში დიპლომატიური ბერკეტები... ვისაც მოლოდინი ჰქონდა, რომ ბანერის გადმოწევის ფაქტზე ჩვენი რეაგირება იქნებოდა რაკეტები ან სამხედრო ძალის გამოყენება, ეს არის არასერიოზული მიდგომა...ამ კონფლიქტის მთავარი შეკითხვა არის სწორედ ის, რომ რა მოხდება მაშინ თუ რუსეთმა მოახდინა მეტი ტერიტორიის ოკუპირება... ჩვენ ვნახეთ, როდესაც რეაქცია იყო სამხედრო ძალის გამოყენება, რა მოჰყვა ამას. მოჰყვა ის, რომ საქართველომ სამ დღეში დაკარგა ბევრად მეტი ტერიტორია, ბევრად მეტი მსხვერპლი და ქვეყანამ მიიღო მილიონობით ზარალი... შეკავების სულ რამდენიმე შესაძლებლობა აქვს საქართველოს. ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დახმარება, ეკონომიკური გაძლიერება და მოიპოვოს ადგილი იმ ორგანიზაციებში, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაში დაეხმარება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე საოკუპაციო ზოლთან „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების გადმოწევის შესახებ, პალიტრა ტვ-ს გადაცემა რეზიუმეში.

კომენტარები