პრეზიდენტის შეწყალება

მღებრიშვილი: მგონია, რომ პრეზიდენტმა ლევან ბობოხიძის შეწყალება იჩქარა

პრემიერის სულისკვეთებას თავიდან ბოლომდე ვიზიარებ. მე არ ვიცი, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ მე მგონია, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო მიღებული. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. 

სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილი პრეზიდენტის მიერ ენმ-ის წევრის აკაკი ბობოხიძის ძმის, ლევან ბობოხიძის შეწყალებაზე. ამ გადაწყვეტილებისთვის გიორგი მარგველაშვილს პრემიერმა "ნაციონალური პრეზიდენტი" უწოდა და აღნიშნა, რომ "იმედია, პრეზიდენტი ახალაიას, მერაბიშვილს და სხვა კეთილ ადამიანებსაც შეიწყალებს".

კომენტარები