ქიბარ ხალვაში

გვარამია: ხალვაში რუსთავი 2-ის მფლობელებთან სამართლებრივად ვერაფერს მიაღწევს

ირაკლი ოქრუაშვილის მტაცებელი ქოფაკი ქიბარ ხალვაში სხვას რომ რამის მიტაცებაში ედავება, ძალიან სასაცილო და ცინიკურია. სამართლებრივად რაიმეს მიღწევა რუსთავი 2-ის დღევანდელი მფლობელების წინააღმდეგ შეუძლებელია, ამის შანსი არის ნულოვანი, რადგან ისინი არიან კეთილსინდისიერი შემძენები. მაქსიმუმი, რასაც ქიბარ ხალვაშმა შეიძლება მიაღწიოს, ეს არის კომპენსაცია, რომელიც უნდა გადაუხადოს მას სახელმწიფომ ან იმ პირმა, ვინც რამე წაართვა, რაშიც ძალიან ღრმად შემაქვს ეჭვი. ძალიან საინტერესოა როგორ მოიქცევა სასამართლო. მე იმედი მაქვს, რომ ტოტალიტარიზმისკენ მიმავალი ხელისუფლების თანამონაწილეობას ის არ განიზრახავს და არ წაუცდება ხელი უკანონო გადაწყვეტილებისკენ... საბოლოო ჯამში, ეს არ არის ქიბარ ხალვაშის თამაში. თავისთავად ცხადია, ეს არის ხელისუფლების თამაში, რომელიც ბოლო პერიოდში შეპყრობილია ტოტალიტარული შიზოფრენიით და ბოლო წერტილი, როგორც ჩანს, იყო მრავალათასიანი კონცერტები. ბოლო კოზირი, როგორც ჩანს, არის ქიბარ ხალვაში. როგორც სხვა მხარეებიდან არ გამოვიდა, ისე ამ მხარიდან არ გამოვა.

კომენტარები