ლარის გაუფასურება

ხადური: ლარის კურსი აუცილებლად დასტაბილურდება. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული

მიმდინარე წელს საბიუჯეტო ხარჯვა არის უპრეცედენტოდ თანაბარი. ჩვენ ეს ინფორმაცია მივაწოდეთ კომერციულ ბანკებსაც და ყოველთვიურად განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს [ლარის გაუფასურება] არის დროებითი მოვლენა. ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციურ მოვლენებს ბაზარზე და კურსი აუცილებლად დასტაბილურდება. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ლარის გაუფასურებას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.

კომენტარები