ნენსკრაჰესი

კალაძე: საქართველო არასოდეს დაბრუნდება სიბნელეში

ჩვენი ინტერესი, მიზანი და ოცნებაა, შევქმნათ ისეთივე სტაბილური, უზრუნველყოფილი ქვეყანა, როგორიც ევროპის ქვეყნებია. დღეს საქართველო განიცდის ენერგეტიკის მიმართულებით ელექტროენერგიის დეფიციტს, თუმცა ჩვენ გვაქვს რეალური შანსი და შესაძლებლობა იმისა, რომ უახლოეს მომავალში საქართველო გახდეს ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა. მოვახერხოთ და დავაკმაყოფილოთ არა მხოლოდ შიდა ბაზარი, არამედ ელექტროენერგია გავიტანოთ თურქეთში და თურქეთის გავლით ევროპულ ქვეყნებში. საქართველო არასოდეს დაბრუნდება წარსულში და საქართველო არასოდეს დაბრუნდება სიბნელეში და ამას ჩვენ ერთად დგომით და ერთსულოვნებით მივაღწევთ.

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ნენსკრაჰესის მშენებლობის დაწყებაზე.

კომენტარები