გიგი უგულავას საქმე

ბაქრაძე: მოვუწოდებ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს გიგი უგულავა

ამ გადაწყვეტილებამ ცალსახად დაადასტურა, რომ გიგი უგულავა არის პოლიტიკური პატიმარი და პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. ისევე, როგორც ოპოზიციის სხვა ლიდერები. ამ გადაწყვეტილებამ და მისმა თანმდევმა პროცესებმა, მათ შორის მოსამართლე ტურავას სრულიად სამარცხვინო საქციელმა, ნათლად დაანახა საქართველოში და საქართველოს გარეთაც ყველას, რომ მიმდინარე პროცესები ატარებს თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ ხასიათს. გადაწყვეტილება არის საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, რაც ნიშნავს მხოლოდ ერთს, ამ წუთის მდგომარეობიდან გიგი უგულავა უნდა გათავისუფლდეს წინასწარი პატიმრობიდან და მისი გაჩერება პატიმრობაში, თუნდაც ერთი ზედმეტი საათით, არის სისხლის სამართლის დანაშაული იმ ადამიანების მხრიდან, ვინც მას უკანონო პატიმრობაში დატოვებს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოიჩინოს გონიერება, პატივი სცეს სასამართლოს, პატივი სცეს კანონს, პატივი სცეს ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს და ბატონი ტურავას მსგავსი სამარცხვინო მანიპულაციებით დროის გაწელვის ნაცვლად, დაუყოვნებლივ აღასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს გიგი უგულავა

კომენტარები