ჯავახიშვილი ლარის კურსზე: თუ ასე გაგრძელდება, მღელვარების საშიშროება იქნება

ერთი რამის თქმა დარწმუნებით შემიძლია: 2.54-ს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებენ. რამდენიმე თვის წინანდელი­ მონაცემებით, აღებული სეს­ხ­­ების 64% დოლარში იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მოს­ახლეობამ უარი უნდა თქვას გადახდაზე, ან გაყი­დოს თუ რამე აქვს დარჩენილი. თუ ასე გაგრძელდება, მღელვარების საშიშროება იქნება. საზოგადოე­ბის ფსიქიკა ბოლო წლებში ისე შეიცვალა, რომ შედეგებზე საუბარი ძნელია. არც ისე დიდი ხნის წინ გავიგეთ, რომ თურმე მოსახ­ლეობის ნაწილი­ წარმოუდგენელ შეურაცხყოფას ითმენდა. საზოგადოდ კი, ქვეყანაში­ რაც ხდება, ყველაფერზე მთავრობაა პასუხისმგებელი. ლარის თაობაზე კონკრეტულს ვერა­ფერს ვიტყვი, რადგან ამ მიმართულებით ეკონომიკური გუნდი ინტე­ნსიურად მუშაობს. რეაგირებასაც დროულად ახდენენ, მაგრამ შედეგზე ეს არ აისახება. რატომ ხდება ასე, საკმარისი ინფორმაცია არა მაქვს. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, მე ჩემს სამინისტროშიც ბევრი პრობლემა მაქვს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ლარის გაუფასურებაზე კვირის პალიტრასთან საუბარში.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები