ერაყში აფეთქებებს 17 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის ქალაქ კირკუკში დღეს მომხდარ აფეთქებებს 17 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით მოქალაქე კი დაიჭრა. ზოგიერთი მონაცემებით კი, ტერაქტის შედეგად 25 ადამიანი გარდაიცვალა. სამართალდამცველების თქმით, ქალაქში, სულ მცირე სამი ბომბი აფეთქდა, ორი მათგანი ადგილობრივი პოლიციის შენობასთან ამოქმედდა. დაშავებულთა უმრავლესობა პოლიციელია, იუწყება უცხოური მედია.

მესამე აფეთქება პირველი ორი ტერაქტიდან 45 წუთის შემდეგ პოლიციის შენობიდან 500 მეტრში მოხდა. შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. ბოლო ტერაქტი ერაყის ჩღდილოეთით მდებარე ქალაქ კირკუკში თებერვალში მოხდა. მაშინ მომხდარ ინციდენტს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, 80 კი დაიჭრა. 

კომენტარები