სირია-თურქეთის საზღვარზე შეიარაღებული ძალებია მობილიზებული

სირია-თურქეთის საზღვრის ორივე მხარეს შეიარაღებული ძალებია მობილიზებული, იუწყება ტელეკომპანია ევრონიუსი. ტელეკომპანიის ცნობით, წუხელ თურქეთის საზღვართან ერთ კილომეტრში მდებარე სირიულ სოფელ ხირბეტ ელ ჯოუზში სირიის არმია შევიდა. სოფელში დაბანაკებული სირიელი ლტოლვილები იძულებული გახდნენ თურქეთის ტერიტორიაზე გადასულიყვნენ და ერთ-ერთი სოფლისთვის შეეფარებინათ თავი. ევრონიუსის ინფორმაციით, თურქეთის საზღვრის იმ მონაკვეთთან, სადაც სირიის არმიაა თავმოყრილი, თურქეთის ხელისუფლებამ ჟანდარმების ჯგუფი გაგზავნა და საზღვრის დაცვა გააძლიერა. უცხოური მედიის ცნობით, რამდენიმე სირიელი ჯარისკაცი თურქეთის საზღვართან ძალიან ახლოს მივიდა, რის შემდეგაც თურქმა მესაზღვრეებმა გაფრთხილების ნიშნად ჰაერში რამდენჯერმე გაისროლეს. 

კომენტარები