ავღანეთის პრეზიდენტის ძმა დაკრძალეს

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/f_facebook.png##fbimage#
 ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის ძმის დაკრძალვას ყანდაარის პროვინციაში ათასობით ადამიანი დაესწრო. დაკრძალვაზე გაძლიერებული დაცვის თანხლებით მივიდა თავად პრეზიდენტიც. აჰმად ვალი კარზაი თავისი დაცვის თანამშრომელმა გუშინ მოკლა. მკვლელობამდე მასზე რამდენიმე თავდასხმა მოხდა. ბოლო თავდასხმა 2009 წელს მას შემდეგ განხორციელდა, რაც New York Times -ში დაიბეჭდა, სტატია, რომლის მიხედვითაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო აჰმად კარზაის ცხრა წლის განმავლობაში ურიცხავდა ფულს იმისათვის, რომ მის კონტროლ ქვეშ მყოფ სამხედრო ჯგუფებს ყანდაარის ახლოს თალიბების წინაააღმდეგ რეიდები მოეწყოთ. კარზაის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება თალიბანმა აიღო.

კომენტარები