ასტრონომია

ჩილეში მსოფლიოს უძლიერესი ტელესკოპი ამოქმედდა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/chileyurebi.png##fbimage#
 სამშაბათს, ჩილეში ფუნქციონირება დაიწყო მსოფლიოს ყველაზე ძლიერმა რადიო-ტელესკოპმა სახელწოდებით ALMA. მის შექმნას მილიარდ დოლარზე მეტი და თითქმის ორი ათეული წელი დასჭირდა. ალტაკამას უდაბნოში განლაგებულ ტელესკოპს გიგანტური ანტენები აქვს. მიკროსკოპულ ტალღებზე დაკვირვების შედეგად, ისინი კოსმოსის შესახებ ინფორმაციას აგროვებენ.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ახალი რადიო-ტელესკოპი მათ შორეული ვარსკვლავებისა და პლანეტების უკეთ შესწავლაში დაეხმარება: ”ჩვენ ვაკვირდებით მოლეკულურ ღრუბლებს გალაქტიკების მახლობლად. სწორედ ამ ღრუბელში ყალიბდება ვარსკვლავები. ღრუბლები ძალიან ცივი აირისგან შედგება. მათი შესწავლა გვეხმარება, გავიგოთ, თუ როგორ მიმდინარეობს ვარსკვლავების ჩამოყალიბების პროცესი”.

ამჟამად  23 ანტენა მოქმედებს. გეგმაში სულ 66 ანტენის ამუშავებაა.

კომენტარები