WTO

2 ამერიკელი სენატორი WTO -სთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების შესახებ

ორმა ამერიკელმა სენატორმა მოუწოდა ობამას ადმინისტრაციას  , ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (WTO) რუსეთის წევრობაზე თანხმობის მიცემამდე   სრულად გაითვალისწინოს საქართველოს ინტერესები. სენატორები როი ბლანტი და ჯეიმს ინჰოუფი აშშ სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის და ვაჭრობის საკითხებში აშშ-ს წარმომადგენლის რონ კერკის სახელზე გაგზავნილ წერილში აცხადებენ, რომ გასაკვირი არ არის  საქართველოს ხელისუფლება საბაჟო პროცესების მეშვეობით  მოითხოვდეს   ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას.” ამ აღიარების გარეშე რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიღება ,რუსეთის მიერ იარაღის  ძალით დაკანონებული ახალი საზღვრების საერთაშორისოდ  რატიფიცირების ტოლფასი იქნება”- ნათქვამია სენატორების განცხადებაში.

საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა რომ ვერ დათანხმდება WTO-ში რუსეთის გაწევრიანებას, თუ  მოსკოვი არ  მიიღებს რუსეთ-საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთებზე დამკვირვებლების განთავსების პირობას. დღეს ჟენევაში WTO-ს საკითხზე რუსეთისა და საქართველოს მოალაპარაკების მორიგი რაუნდი გაიმართება.
 

 

კომენტარები