წინასწარი შედეგების მიხედვით, ტუნისში ჩატარებულ არჩევნებში ზომიერმა ისლამისტურმა პარტია ”ენაჰდამ” გაიმარჯვა. საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, მას ამომრჩეველთა 42%-მა დაუჭირა მხარი, რაც ნიშნავს, რომ ზომიერი ისლამისტები ასამბლეაში 39 ადგილიდან 15 -ს დაიკავებენ. ამას ემატება საკანონმდებლო ორგანოში იმიგრანტებისთვის გათვალისწინებული 18 ადგილიდან აღებული 9 მანდატი. წარმატების მიუხედავად, პარტიამ აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვა. ახალი კონსტიტუციის მისაღებად, დროებითი პრეზიდენტისა და მთავრობის დასანიშნად მას სხვა პარტიების მხარდაჭერა დასჭირდება.
პარტიის მესვეურებმა პოტენციურ მოკავშირეებად სეკულარული კონგრესი რესპუბლიკისთვის (CPR – Congree for the Republic) და Ettakatol დაასახელეს. წინასწარი შედეგებით, პირველი მათგანი მეორე ადგილზეა და ასამბლეაში 10 დეპუტატი ეყოლება.
პარტია ”ენაჰდამ”-ს ლიდერები ტუნისის ისლამისტურ და მრავალპარტიულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაქმნას ემხრობიან.
23 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნისთვის პირველი დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნებია მას შემდეგ, რაც დიქტატურა დაემხო. ”არაბულ გაზაფხულამდე” ტუნისს პრეზიდენტი ზინ ელ-აბიდინ ბენ ალი 23 წლის განმავლობაში მეთაურობდა.