აშშ-რუსეთის ურთიერთობები

რუსეთმა აშშ-ს საპასუხო გეგმა წარმოადგინა

რუსეთის პრეზიდენტმა წარმოადგინა დაპირებული საპასუხო  გეგმა აშშ-ს ევროპის   ანტისარაკეტო თავდაცვის გეგმაზე. თავის სატელევიზო გამოსვლაში მან განაცხადა, რომ  თუ ვაშინგტონი არ გაითვალისწინებს მოსკოვის შეშფოთებას, რასაც  ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემების განთავსების გეგმა იწვევს, რუსეთი მიმართავს თავის რაკეტებს ამ სისტემების წინააღმდეგ. მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთმა რაკეტები შესაძლოა განათავსოს კალინინგრადის ოლქში და სხვა რაიონებში. ორიოდ დღის წინ რუს  სამხედრო-დიპლომატზე   დაყრდნობით გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთმა   ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემების განთავსებას შესაძლოა დაუპირისპიროს   თავდასხმითი სისტემების განთავსება კალინინგრადის ოლქში, ბელარუსიაში და კრასნოდარის მხარეში.

დღევანდელ გამოსვლაში მედვედევმა  თქვა ისიც, რომ მოსკოვმა შესაძლოა მიზანშეწონილად მიიჩნიოს ბირთვული შეიარაღების კონტროლის საკითხზე შეერთებულ შტატებთან შეთანხმებებიდან გამოსვლა და შეაჩეროს მოლაპარაკებები შეიარაღების კონტროლზე სხვა შეთანხმებებთან დაკავშირებით. 

კომენტარები