რუსეთის გაწევრიანება WTO-ში,

რუსეთი WTO-ს სრულუფლებიანი წევრი ხდება

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) კონფერენციამ მხარი დაუჭირა ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას. სააგენტო რია ნოვოსტის ცნობით, ამისთვის რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მოლაპარაკებებში მონაწილეებს. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მინისტრების კონფერენციის მხარდაჭერის შემდეგ რჩება ერთადერთი პროცედურა- რუსეთის მიერ დოკუმენტების რატიფიკაცია. ამის შემდეგ, ზუსტად 30 დღეში რუსეთი ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

WTO -ში გაწევრიანებას რუსეთი 1993 წლიდან ცდილობს. მისი უკანასკნელი ბარიერი საქართველოს იყო, რომელიც დათანხმდა ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას მას შემდეგ,. რაც რუსეთმა მიიღო შვეიცარიის შუამავლობით შემუშავებული სქემა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის სავაჭრო დერეფნების მონიტორინგის შესახებ.

 

კომენტარები