ნატო

ბრიუსელში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა

მარტს ბრიუსელში ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, მასზე საქართველოსა და ნატოს შორის პარტნიორობის გაღმავების საკითხებზე იმსჯელეს. კომისიის სხდომაში მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიორგი ბოკერია იღებდა. კომისიამ განიხილა ურთიერთთანამშრომლობის საკითხებში მიღწეული პროგრესი და აგრეთვე, სხვა საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ალიანსის სპეციალურ ურთიერთობასთან საქართველოსთან.

„ჩვენ მივესალმებით აღსანიშნავ წვლილს, რომელიც თქვენს ქვეყანას ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში შეაქვს, განსაკუთრებით ბატალიონს, რომელიც ჰელმანდის პროვინციაში მოღვაწეობს. ჩვენ აგრეთვე, ვაფასებთ თქვენს გადაწყვეტილებას ქართველი სამხედროების რაოდენობის გაორმაგებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავაღრმავოთ საქართველოსთან თანამშრომლობა თქვენი რეფორმების მხარდაჭერის საშუალებით.“ - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა.

ნატო–საქართველოს კომისიის სხდომაზე აგრეთვე, დეტალურად განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების თემა და იმზჯელეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაზე.

 

კომენტარები