პოლიტიკური დაპირისპირება

ირაკლი ალასანია: ოპონენტი შენი მოსისხლე მტერი არ არის

დღეს ფოთში ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის ინციდენტი მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.   დევნილების უბანში ირაკლი ალასანიას გამოჩენას წინ უსწრებდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მომხრეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება.

კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია, აღნიშნულ ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა , რომ  ოპონენტებს ერთმანეთის აზრის მოთმენით მოსმენა უნდა შეეძლოთ.  "ოპონენტი შენი მოსისხლე მტერი არ არის. ქართველებს არ გვაქვს იმის ფუფუნება, დავიქსაქსოთ და ერთმანეთს გადავემტეროთ", - აღნიშნა ალასანიამ.

ოპოზიციის მხარდამჭერები ინციდენტის პროვოცირებაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ადანაშაულებენ.   

კომენტარები