პოლიტიკური დაპირისპირება

ფიზიკური დაპირისპირება დეპუტატებს შორის

ტელეკომპანია მაესტროს პირდაპირ ეთერში, პარლამენტის დეპუტატები - უმრავლესობის წარმომადგენელი კობა დავითაშვილი და უმცირესობის წარმომადგენელი სერგო რატიანი, ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დებატი 8 თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა. დავითაშვილმა რატიანს „მკვლელი“, „ნაძირალა“ და „არაკაცი“ უწოდა, რის შემდეგაც რატიანმა პროტესტის ნიშნად ჭიქა დაამსხვრია. ის წამოდგა და დავითაშვილს სტუდიის დატოვებისკენ მოუწოდა, რომელიც მასთან მივიდა და დეპუტატები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. რატიანმა დავითაშვილს სახეში გაარტყა, ისინი მაესტროს თანამშრომლებმა გააშველეს და სტუდიიდან გაიყვანეს.

 

კომენტარები