პაკისტანი

პაკისტანმა აშშ-ს ოფიციალური პროტესტი გამოუცხადა

 პაკისტანის ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ოფიციალური პროტესტი გამოთქვა, მის ტერიტორიაზე აშშ-ს უპილოტო თვითმფრინავების ქმედებების გამო.

პაკისტანში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, რიჩარდ ჰოლგანს ქვეყნის საგარეო უწყებამ ოფიციალურად განუცხადა სერიოზული შეშფოთება.

ისლამაბადის მხარე აშშ-ს უპილოტო თვითმფრინავების საშუალებით მოწყობილ თავდასხმებს უკანონოსა და საერთაშორისო სამართლისთვის მიუღებელს უწოდებს და აშშ-ს პაკისტანის ტერიტორიული სუვერენიტეტის რღვევაში ადანაშუალებს.

აშშ-ს უპილოტო თვითმფრინავების დაბომბვებმა ჯამში არაერთი პაკისტანელი სამხედროს სიცოცხლე იმსხვერპლა. პაკისტანი აღნიშნულ საჰაერო იერიშებს დიდი ხანია უჩივის, რასაც აშშ-სგან კონკრეტული რეაგირება არ მოჰყოლია. 

 

კომენტარები