აეროპორტი

ჩასხდომის ერთიანი სისტემა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში

პირველად საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩასხდომის ერთიანი ზონის, ე.წ Open Gate-ის სისტემა ამოქმედდება. პასპორტისა და უსაფრთხოების კონტროლის გავლის შემდეგ, მგზავრი კვეთს საზღვარს და ჩასხდომის ერთიან ზონაში ხვდება, სადაც საშუალება ეძლევა ჩასხდომის ერთიან ზონაში დამატებითი შემოწმებები გარეშე თავისუფლად იმოძრავოს. მგზავრებს შეუძლიათ შევიდნენ Duty Free-ში, მაღაზიებში, კაფე-ბარებში და მათზე გათვლილი ინფრასტრუქტურით ისარგებლონ.

როგორც თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორ კომპანიაში აცხადებენ, ჩასხდომის ერთიანი ზონა, დახურულ ტერიტორიაზე შესული მგზავრების კომფორტისა და თავისუფალი გადაადგილებისთვის არის შექმნილი.

 

კომენტარები