დაპირება

პენსია 100 დოლარს სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მიაღწევს

საქართველოში პენსია 100 დოლარი მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე გახდება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჩხოროწყუს მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მე დავამთავრებ საპრეზიდენტო მეორე ვადას ისე, რომ მიუხედავად იმისა რომ ომი იყო, კრიზისი იყო, ყველანაირმა უბედურებამ ჩვენს თავზე გადაიარა, საქართველოში იქნება 100 დოლარიანი პენსია, როგორც მე მოგახსენეთ და ეს აუცილებლად მოვა ყველა ოჯახში“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „დღეს ჩვენი მოწინააღმდეგეს ფულით დაფინანსებული ხალხი გამოსულია ასპარეზზე გრძელი სიით, თუ რა აქვთ დასანგრევი, გრძელი სიით, თუ რის აშენებაში უნდათ ჩვენთვის ხელის შეშლა“. თუმცა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „საქართველოში დასანგრევი არაფერი გვაქვს“ და მოწინააღმდეგეებს მოუწოდა, „ფეხებში ნუ გვებლანდებიან“.

 

კომენტარები