ომბუდსმენი

სახალხო დამცველი მესაკუთრისთვის ქონების დაყადაღების გასაჩივრების უფლების მინიჭებას ითხოვს

სახალხო დამცველი პარლამენტს რეკომენდაციით მიმართავს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც მესაკუთრეს უფლება ექნება თავისი ქონების დაყადაღება გაასაჩივროს. ომბუდსმენის განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის ოფისში უკანასკნელ პერიოდში რამდენიმე საჩივარი შევიდა, რომლებიც ყადაღას ეხებოდა. ამასთანავე სახალხო დამცველი სწავლოს მაესტროს და გლობალ კონლალტინგის სატელიტური თეფშების, რამდენიმე კერძო და იურიდიული პირის საბანკო ანგარიშების დაყადაღების საქმეს. 

"მსგავსი საქმეების შესწავლისას სახალხო დამცველი უფლებამოსილია შეაფასოს მხოლოდ სასამართლოს მიერ საკითხის განხილვისას მხარეთა პროცესუალური უფლებების დაცვის საკითხი, ხოლო საკითხის გადაწყვეტისას მოსამართლის მიერ მტკიცებულებათა შეფასება სახალხო დამცველის კომპეტენციას ცდება," ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

არცერთ ხსენებულ კომპანიას ამ მომენტისთვის კანონმდებლობის მიხედვით გასაჩივრების უფლება არ აქვთ, რადგან საქმეს ბრალდებული არ ჰყავს.

ომბუდსმენის თქმით, ის რომ მესაკუთრეს უფლება არ აქვს თავისი ქონების დაყადაღება გაასაჩივროს, იწვევს საკუთრების უფლების დარღვევას. 

 

კომენტარები