სხალთის ეპარქია

სხალთის ეპისკოპოსი Facebook-ზე წერს, რომ მის რეზიდენციას ქვები დაუშინეს

სხალთელმა ეპისკოპოსმა სპირიდონ აბულაძემ, საკუთარ Facebook-ის გვერდზე დაწერა, რომ მის რეზიდენციას ქვები დაუშინეს. „წუხელ, ღამის 2 საათზე, სხალთის ეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის რეზიდენციას შუახევის რაიონში, ხიჭაურში, ქვები დაუშინეს. ასეთი რამ არასოდეს არ მომხდარა. აღსანიშნავია რომ, ეს მოხდა მას შემდეგ და იმავე ღამეს, რაც მეუფე სპირიდონი აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დაესწრო თავმჯდომარის არჩევნებს და მიულოცა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ავთანდილ ბერიძეს, არჩილ ხაბაძეს და მურმან დუმბაძეს და ყველას. წუხელვე გამოძახებულ იქნა პოლიცია“, - ნათქვამია ეპისკოპოსის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ეპისკოპოსი სპირიდონი ახალი ხელისუფლების მხარდამჭერია. მან წინასაარჩევნო პერიოდში, წამების ამსახველი კადრების გამოქვეყნების შემდეგ, განცხადება გააკეთა და მომხდარში ბრალი დასავლური ქვეყნების ელჩებს დასდო: „საიდან მოდის ეს სიგლახე და სიბილწე? ვინც უკვეთავს, ვინც აძლევს ფულებს ამ ჩვენს ხალხს, პოლიტიკოსებს და ხელისუფლებას ისინი უკვეთავენ ამას. თქვენ იცით, რომ ბოდიში და იმ პიდარასტების, მამათმავლების და ლეზბიანკების პარადი თბილისში რომ იყო, და გამოვიდნენ და პროტესტი განაცხადეს, სოკოებივით ამოვიდნენ იქვე ამერიკის, ინგლისის, ჰოლანდიის, საფრანგეთის ელჩები და თქვეს რას ქვია რომ თქვენ უბედავთ ამას ნუ აკეთებენო, როგორო, უნდა გააკეთონო. აი საიდან მოდის სათავე, აი ვინ არის ამის ყველაფრის სატანური ავტორი“, - აცხადებდა სხალთელი ეპისკოპოსი.

 

კომენტარები