NDI

არჩევნები, დემოკრატია და რეფორმები NDI-ის კვლევაში

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 58% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. 12%-ის აზრით, არაფერი არ იცვლება, 11% მიაჩნია, რომ ქვეყანას არასწორი გეზი აქვს აღებული, 18%-მა კი არ იცის, რა გზას ადგას ქვეყანა.

არჩევნების შემდეგ გამოკითხულთა 45% სრულიად, ან ნაწილობრივ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს. 36% საპირისპიროს ფიქრობს, 18% კი გაურკვევლობაშია.

გამოკითხულთა უმრავლესობა, 79%, მიიჩნევს, რომ არჩევნები საქართველოში კარგად, ან მეტ-ნაკლებად კარგად ჩატარდა. 1%-ის აზრით, არჩევნები სრულად გაყალბდა, 11% კი სჯერა, რომ არჩევნებისას ნაწილობრივ იყო დარღვევები.

კითხვაზე, რომელი სამი რეფორმა იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის მომდევნო 6 თვის განმავლობაში - გამოკითხულთა უმრავლესობამ ჯანდაცვის რეფორმა (60%), სოფლის მეურნეობის რეფორმა (43%) და საპენსიო რეფორმა (36%) დაასახელა. გამოკითხულთა 34% მიიჩნევს, რომ მომავალი ექვსი თვის განმავლობაში ჯანდაცვის რეფორმა გატარდება. იმავე დროის მონაკვეთში 30% სოფლის მეურნეობის რეფორმებს ელის, ხოლო 29% - საპენსიო რეფორმას. განათლების სისტემაში ცვლილებებს 30% ემხრობა და აქედან 17%-ს ექვს თვეში ცვლილებების სჯერა. სასამართლო რეფორმა მხოლოდ 25%-ისთვის არის უმნიშვნელოვანესი, ხოლო 20% მიაჩნია, რომ ექვს თვეში სასამართლოს რეფორმა გატარდება.  

კვლე­ვა ამა წლის 14-25 ნო­ემ­ბრის პე­რი­ოდ­ში,  სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 1,947 პი­რის­პირ ინ­ტერ­ვი­უს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი შერ­ჩე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტარ­და. მას­ში ასა­ხუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კით­ხე­ბი, ასე­ვე მო­სახ­ლე­ო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის, რე­ფორ­მე­ბის და სა­გა­რეო თუ სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კის სა­კით­ხე­ბის მი­მართ.

კვლე­ვა­ში სა­შუ­ა­ლო ცდო­მი­ლე­ბის ზღვა­რი წარ­მო­ად­გენს +/-3 პრო­ცენტს. NDI-ის კვლე­ვებს აფი­ნან­სებს შვე­დე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტო (Sida) და ატა­რებს კავ­კა­სი­ის კვლე­ვი­თი რე­სურ­სე­ბის ცენ­ტრი (CRRC).

კომენტარები